”გამოსაცდელი” ტექსტების შესახებ
Thread poster: Levan Namoradze
Levan Namoradze
Levan Namoradze  Identity Verified
Georgia
Local time: 18:00
Member (2005)
English to Georgian
+ ...
Jan 6, 2009

დღეს დამიკავშირდა ერთ-ერთი ინგლისური სააგენტო და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი. გამომიგზავნეს ქართულ-ინგლისური და პირიქით ”გამოსაცდელი” ტექსტები. დღეს ან ამ დღეებში ხომ არ დაგკავშირებიათ ვინმეს ინგლისური სააგენტო იგივე პირობებით? რატომ ვკითხულობ: ტექსტები ცოტა დიდია და ითხოვენ ორივე მიმართულებით ნაწილის (ნახევრის) თარგმნას. არ მინდა სულელი აღმოვჩნდე და ნახევარი სამუშაო უფასოდ შევასრულო.

[თემის სათაური შეასწორა საიტის ადმინისტრაციამ ან მოდერატორმა. 2009-01-06 13:24 GMT]


 
Maya Gorgoshidze
Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 18:00
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
გამარჯობა, ლევან! Jan 6, 2009

გილოცავ შობა-ახალ წელს!

პირადად მე არავინ დამკავშირებია. საერთოდ, ტესტები 200 სიტყვის ფარგლებშია ხოლმე, მაგრამ თუ უფრო დიდი ტექსტი გამოგიგზავნეს, ეს ჯერ კიდევ არაფერზე არ მეტყველებს. ვფიქრობ, დიდი ტექსტის დანახვაზე მეც შემეპარებოდა ეჭვი, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა 300 სიტყვაც დასაშვები იყოს, ვინ იცის. იმედია არ იტყუებიან. შენს ადგილზე, მე მაინც ვცდიდი.


 
Levan Namoradze
Levan Namoradze  Identity Verified
Georgia
Local time: 18:00
Member (2005)
English to Georgian
+ ...
TOPIC STARTER
ჰმ... Jan 6, 2009

მეც გილოცავ მაია!
300-ზე არაა საუბარი. ორივე მიმართულებით 2000 სიტყვამდეა. თუმცა, სააგენტოს კარგი BB-ი აქვს.


 
Maya Gorgoshidze
Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 18:00
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
2000 სიტყვა... Jan 6, 2009

... სერიოზული მოცულობაა. შეიძლება ტექსტად ჩაითვალოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ტესტისთვის უნდა გადაიხადონ. ანუ, ეს უფასო ტესტი ვერ იქნება. მე ასე ვფიქრობ...

 
Maya Gorgoshidze
Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 18:00
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
ესეც ტესტს ეხება და ამიტომ აქ დავწერ Feb 16, 2009

პირველად ვარ ასეთ სიტუაციაში და არ ვიცი რა მოვიმოქმედო. საკმაოდ კარგი BB ჩანაწერის მქონე ერთი პოტენციური შემკვეთი მთხოვს ტესტი რუსულად ვთარგმნო ქართულის სანაცვლოდ, რადგან ქართულის შ�... See more
პირველად ვარ ასეთ სიტუაციაში და არ ვიცი რა მოვიმოქმედო. საკმაოდ კარგი BB ჩანაწერის მქონე ერთი პოტენციური შემკვეთი მთხოვს ტესტი რუსულად ვთარგმნო ქართულის სანაცვლოდ, რადგან ქართულის შემმოწმებელი არ ჰყავთ. მე ავუხსენი, რომ ქართული და რუსული ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ინგლისური და იაპონური და ასეთი შეფასება არ იქნება ობიექტური, მაგრამ მიპასუხეს, რომ არა უშავს, თუ ენათა რომელიმე (:-?) წყვილში ჩემი ტესტი გავა, მონაცემთა ბაზაში დამამატებენ როგორც ქართველ თარჯიმანს

ჯერ ვიფიქრე, რომ არაფერს ვკარგავდი, თუ (500–ზე მეტ სიტყვიან!) ტესტს გავაკეთებდი, მაგრამ, მეორეს მხრივ, უფრო სავარაუდოა, რომ რუსეთიდან გაგზავნილი ტესტი უფრო მოსაწონი აღმოჩნდეს ამ კომპანიისთვის და, შედეგად, სამუშაოს აიღებენ რუსეთში, ჩვენ კი დაგვიქირავებენ.

აღარ ვიცი რა მივწერო. რამეს ხომ ვერ მირჩევდით?

მაია
Collapse


 
Konstantin Vekua
Konstantin Vekua
Georgia
Local time: 18:00
Italian to Georgian
+ ...
სპამი, თუ არა Jan 6, 2015

მოგესალმებით.

ამ საითზე დეკემბრის მიწურულს დავრეგისტრირდი. ერთ კვირაში ჩემს პირად მაილში უკვე მომივიდა შეკვეთა იტალიური მთარგმნელობითი კომპანიის წარმომადგენლისგან. გავყევი ბმულს
... See more
მოგესალმებით.

ამ საითზე დეკემბრის მიწურულს დავრეგისტრირდი. ერთ კვირაში ჩემს პირად მაილში უკვე მომივიდა შეკვეთა იტალიური მთარგმნელობითი კომპანიის წარმომადგენლისგან. გავყევი ბმულს, შემომიყვანა აქ, შეტყობინებას არ ვხედავ. შემდეგ უშუალოდ მომწერის პროფილზე გადავედი, რომ შემემოწმებინა, ვინაა. მივწერე პასუხი და მაილის მისამართი. იქაც მომივიდა შეტყობინება უკვე თვითონ თავისი კომპანიის მაილით. სამუშაო მყისვე დავასრულე და გადავუგზავნე. ახლა დასავლეთ ევროპაში დღესასწაულების პერიოდია და რომ დავბრუნდები ოფისში, გადახდასთან დაკავშირებით შეგეხმიანებიო. გავიდა სამი დღე, ხვალ კიდევ მათთვის ნათლისღებაა და თუ მანამდე არსაიდან ხმა, არსით ძახილი, შემდეგი ორშაბათიდან დავუკავშირდები. ამასობაში, გუშინ მწერს ამ საითის ერთ-ერთი წევრი, რომ მაგ შეტყობინება, რომელიც აქედან მიიღეთ, სპამი იყოო და იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა თავიდან აიცილოთ, გადაიხადეთ და დარეგისტრირდით ჩვენს blueboard წევრადო.

საერთოდ, რა ინფორმაცია გაქვთ აქაურ წევრობასთან დაკავშირებით და თუ შეგიძლიათ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება ამ საკითხზე?

პატივისცემით,
კონსტანტინე ვეკუა

[Modificato alle 2015-01-06 09:24 GMT]

[Modificato alle 2015-01-06 09:25 GMT]
Collapse


 
Maya Gorgoshidze
Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 18:00
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
მოგესალმებით, ბატონო კონსტანტინ! Jan 6, 2015

კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ საიტზე!

Blue Board-ზე არეგსტრირებენ კომპანიებსა და სამუშაოს დამკვეთებს, ან ისინი თვითონ რეგისტრირდებიან, რათა თარჯიმნებმა შეძლონ მათი შე
... See more
კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ საიტზე!

Blue Board-ზე არეგსტრირებენ კომპანიებსა და სამუშაოს დამკვეთებს, ან ისინი თვითონ რეგისტრირდებიან, რათა თარჯიმნებმა შეძლონ მათი შეფასება. შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო კომპანია მოძებნოთ აქ:
http://www.proz.com/blueboard

Blue Board-ს შესახებ ხშირად დასმული კითხვები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://www.proz.com/faq/blue_board_outsourcer_database_.html

თუ თქვენთვის რაიმე იქნება გაუგებარი, შეგიძლიათ მომმართოთ. სიამოვნებით დაგეხმარებით, თუ შევძლებ

P.S. გთხოვთ, კომპანიის სახელს ფორუმზე ნუ ახსენებთ, რადგან ამას კრძალავს საიტის წესები.
Collapse


 
Maya Gorgoshidze
Maya Gorgoshidze  Identity Verified
Georgia
Local time: 18:00
Member (2004)
English to Georgian
+ ...

Moderator of this forum
რაც შეეხება საიტის წევრობას... Jan 6, 2015

Blue Board-ზე კომპანიის ან დამკვეთის გაფორმება უფასოა.

რაც შეეხება საიტის წევრობას, ის უფასოა საიტის რიგითი წევრებისთვის, მაგრამ ნებისმიერ წევს შეუძლია გადაიხადოს წევრობის საფასური და მაქსიმალურად ისარგებლოს საიტის ფუნქციებით. წევრობის შესახებ ხშირად დასმული კითხვები შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.proz.com/faq/membership.html

კეთილი სურვილებით,
მაია


 


To report site rules violations or get help, contact a site moderator:

Moderator(s) of this forum
Maya Gorgoshidze[Call to this topic]

You can also contact site staff by submitting a support request »

”გამოსაცდელი” ტექსტების შესახებ






Wordfast Pro
Translation Memory Software for Any Platform

Exclusive discount for ProZ.com users! Save over 13% when purchasing Wordfast Pro through ProZ.com. Wordfast is the world's #1 provider of platform-independent Translation Memory software. Consistently ranked the most user-friendly and highest value

Buy now! »
Trados Business Manager Lite
Create customer quotes and invoices from within Trados Studio

Trados Business Manager Lite helps to simplify and speed up some of the daily tasks, such as invoicing and reporting, associated with running your freelance translation business.

More info »