მარჯვენა ხელსაც დავთმობდი, ოღონდ მარცხენაც ისეთივე მარჯვე მქონდეს, როგორიც მარჯვენა მექნება.
თუ გზად გზაგასაყარს მიადგებით, გვერდს ნუ აუვლით მას.
ბევრ რამეს დაინახავ მხოლოდ ყურებით.
იქ აღარავინ მიდის, რადგან მუდამ ხალხით არის სავსე.
აზრებს თავს ვერ ვუყრი, როდესაც ვფიქრობ.
მომავალი ისეთი აღარ არის, როგორიც იყო.
არ ვაპირებ ვუყიდო ჩემს შვილებს ენციკლოპედია. იარონ სკოლაში ფეხით ჩემსავით.
დავიკარგენით, თუმცა წინ მაინც მივდივართ.
იმ ტყუილების ნახევარი, რასაც ჩემზე ამბობენ, მართალი არ არის.
ხუთცენტიანი უკვე ათი ცენტიც აღარ ღირს.
ეს დეჟავუს ჰგავს, ისევ და ისევ.
არ დამთავრებულა, სანამ არ დამთავრდება.
მისის ლინდსი: "მართლაც რომ მაგრად გამოიყურები". იოგი ბერა: "გმადლობ, არც შენ გამოიყურები ძალიან ნაზად".
ეს სამყარო რომ იყოს სრულქმნილი, არ იქნებოდა.