მოდით, ერთად აღვნიშნოთ თარჯიმანთა დღე მთელ მსოფლიოში Powwow-ების მოწყობით! Thread poster: RominaZ
| RominaZ Argentina English to Spanish + ...
შევიკრიბოთ და ერთად ვიზეიმოთ ჩვენი პროფესიის დღესასწაული ძვირფასო ProZ-ელებო, გიწვევთ თარჯიმანთა დღის აღსანიშნად ProZ.com-ის საზოგადოებასთან ერთად, რისთვისაც მოეწყობა Powwow-ები მ... See more შევიკრიბოთ და ერთად ვიზეიმოთ ჩვენი პროფესიის დღესასწაული ძვირფასო ProZ-ელებო, გიწვევთ თარჯიმანთა დღის აღსანიშნად ProZ.com-ის საზოგადოებასთან ერთად, რისთვისაც მოეწყობა Powwow-ები მთელ მსოფლიოში! თარჯიმანთა დღესა და შაბათ-კვირას, 28, 29 და 30 სექტემბერს, დედამიწის გარშემო ყველგან გაიმართება თარჯიმანთა უდიდესი ზეიმი. ყველა ქალაქში შეიკრიბებიან ამ პროფესიის წარმომადგენლები ProZ.com-ის Powwow-ებზე თავიანთი დღის აღსანიშნავად. ეს მთელი მსოფლიოს თარჯიმანთა აქამდე არნახული ყველაზე დიდი შეკრება იქნება! ერთმანეთს შევეხმიანებით სხვადასხვა Powwow-ებიდან, რითაც ეს მოვლენა უნიკალურ სახეს მიიღებს და საშუალებას მოგვცემს მისალმება გავუგზავნოთ ჩვენს კოლეგებს მთელ მსოფლიოში. დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებთ, როდესაც ეს თარიღი მოახლოვდება. აქამდე არასოდეს ყოფილხართ Powwow-ზე? არ გამოტოვოთ კოლეგებთან შეხვედრისა და ერთმანეთისათვის ხმის მიწოდების ეს უნიკალური შესაძლებლობა. ProZ.com-ის Powwow არის უფასო, არაოფიციალური შეკრება -- მხოლოდ ერთმანეთს შეხვდებით და სულ ეს არის! დააწკაპუნეთ Powwow-ს დაფაზე და გააფორმეთ Powwow თქვენთან ახლოს. ვერ ხედავთ დაგეგმილ Powwow-ს თქვენთან ახლოს? შემოგვთავაზეთ იგი! თუ Powwow არ არის დაგეგმილი თქვენთან ახლოს, შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ მისი მოწყობა. თუ ProZ.com-ის წევრი ხართ, ან საიტზე დამოწმებული გაქვთ პირადობა, Powwow-ს მოწყობა თქვენს ქალაქში მარტივად შეგიძლიათ. ამისათვის უნდა შეარჩიოთ დრო და ადგილი (მაგალითად, რესტორანი), შემდეგ კი დაესწროთ დანიშნულ შეხვედრას. არ დაგჭირდებათ ამ შეხვედრის რეკლამირება ან სიტყვით გამოსვლა მასზე; მის რეკლამირებას ProZ.com უზრუნველყოფს, ხოლო შეხვედრის ჩატარება მხოლოდ თქვენზეა მინდობილი. მოსინჯეთ და შესაძლოა თქვენთვის საინტერესოც აღმოჩნდეს, თუ როგორ ცხოვრობენ მეზობელი ProZ-ელები! თქვენი Powwow-ს შემოსათავაზებლად დააწკაპუნეთ აქ . გლობალურ ზეიმში მონაწილეობა უდაოდ წარმოადგენს უნიკალურ, ერთდროულ გამოცდილებას. გახდით ამ არაჩვეულებრივი ღონისძიების ნაწილი! მონაწილეობის მიღების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მისამართზე: [email protected] საუკეთესო სურვილებით, რომინა
[Subject edited by staff or moderator 2007-08-01 06:52] ▲ Collapse | | | Maya Gorgoshidze Georgia Local time: 09:13 Member (2004) English to Georgian + ... Moderator of this forum შესანიშნავი აზრია | Jul 31, 2007 |
RominaZ wrote: შევიკრიბოთ და ერთად ვიზეიმოთ ჩვენი პროფესიის დღესასწაული ძვირფასო ProZ-ელებო, გიწვევთ თარჯიმანთა დღის აღსანიშნად ProZ.com-ის საზოგადოებასთან ერთად, რისთვისაც მოეწყობა Powwow-ები მთელ მსოფლიოში! თარჯიმანთა დღესა და შაბათ-კვირას, 28, 29 და 30 სექტემბერს, დედამიწის გარშემო ყველგან გაიმართება თარჯიმანთა უდიდესი ზეიმი. ყველა ქალაქში შეიკრიბებიან ამ პროფესიის წარმომადგენლები ProZ.com-ის Powwow-ებზე თავიანთი დღის აღსანიშნავად. ეს მთელი მსოფლიოს თარჯიმანთა აქამდე არნახული ყველაზე დიდი შეკრება იქნება! ............ საუკეთესო სურვილებით, რომინა რას იტყვით თბილისში Powwow-ს მოწყობაზე? მე მგონი შესანიშნავი აზრია. თუ საქართველოს გარეთ მყოფი ქართველი თარჯიმნებიც გამოთქვამენ მასში მონაწილეობის მიღების სურვილს, ონლაინ-კონფერენციის მოწყობაც შეგვიძლია. სურვილის მიხედვით, შეგვიძლია ერთ-ერთი ან ორივე ვარიანტი განვახორციელოთ. გთხოვთ, თქვენი აზრი მოგვაწოდოთ. მაია | | | Levan Namoradze Georgia Local time: 09:13 Member (2005) English to Georgian + ...
აღვნიშნოთ, ბატონო, აღვნიშნოთ! ”მზად ვარ”! | | | Maya Gorgoshidze Georgia Local time: 09:13 Member (2004) English to Georgian + ... Moderator of this forum ე.ი. აღვნიშნოთ არა? | Aug 1, 2007 |
Levan Namoradze wrote: აღვნიშნოთ, ბატონო, აღვნიშნოთ! ”მზად ვარ”! ე.ი. არა ხარ წინააღმდეგი რომ აღვნიშნოთ? ძალიან კარგი, მაშინ აღვნიშნოთ რომელი დღე ჯობს, პარასკევი თუ შაბათ-კვირა? რა ფორმით აღვნიშნოთ -- სადმე შევიკრიბოთ, ექსკურსია მოვაწყოთ თუ ონლაინ კონფერენცია ჩავატაროთ? | |
|
|
Levan Namoradze Georgia Local time: 09:13 Member (2005) English to Georgian + ...
ჰო, მაგრამ მე და შენ ხომ არ აღვნიშნავთ მარტო? ჯერ-ჯერობით ორნი ვართ (როგორც ყოველთვის). | | | Maya Gorgoshidze Georgia Local time: 09:13 Member (2004) English to Georgian + ... Moderator of this forum
თუ მარტო მე და შენ გამოვთქვამთ სურვილს, ამას 2 წუთშიც მოვახერხებთ MSN-ით))))) | | | Maya Gorgoshidze Georgia Local time: 09:13 Member (2004) English to Georgian + ... Moderator of this forum გავაფორმებ და ვნახოთ რა გამოვა... | Aug 1, 2007 |
გადავწყვიტე Powwow-ს შეთავაზება გავაფორმო თბილისში, სავარაუდოდ 29 სექტემბრისთვის. შემდეგ კი ამ თარიღამდე გაირკვევა თუ რა ფორმითა და სად მოვაწყობთ შეხვედრას, ან საერთოდ მოვაწყობთ თუ არა. ვნახოთ, რა გამოვა...
[Edited at 2007-08-01 16:31] | | | Maya Gorgoshidze Georgia Local time: 09:13 Member (2004) English to Georgian + ... Moderator of this forum
დაინტერებულ პირებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ: http://www.proz.com/powwow/1484 თუ საქართველოში ვერ იქნებით ამ პერიოდში, შეგვიძლია შეკრება ონლაინ რეჟიმში ჩავატაროთ დათქმულ დროს. ასე რომ, ეს ნუ დაგაბრკოლებთ. ველი გამოხმაურებებს მაია | | | To report site rules violations or get help, contact a site moderator: You can also contact site staff by submitting a support request » მოდით, ერთად აღვნიშნოთ თარჯიმანთა დღე მთელ მსოფლიოში Powwow-ების მოწყობით! Wordfast Pro | Translation Memory Software for Any Platform
Exclusive discount for ProZ.com users!
Save over 13% when purchasing Wordfast Pro through ProZ.com. Wordfast is the world's #1 provider of platform-independent Translation Memory software. Consistently ranked the most user-friendly and highest value
Buy now! » |
| CafeTran Espresso | You've never met a CAT tool this clever!
Translate faster & easier, using a sophisticated CAT tool built by a translator / developer.
Accept jobs from clients who use Trados, MemoQ, Wordfast & major CAT tools.
Download and start using CafeTran Espresso -- for free
Buy now! » |
|
| | | | X Sign in to your ProZ.com account... | | | | | |